Website is working in a trial mode

(Old version)
geo
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon

გამოცხადდა სტატიების კონკურსი "საკონსტიტუციო სამართლისა და პოლიტიკის ჟურნალის" პირველი ნომრისათვის

 

სტატიების მიღება საარჩევნო სისტემებისა და წარმომადგენლობითი დემოკრატიის ინსტიტუტის „საკონსტიტუციო სამართლისა და პოლიტიკის ჟურნალის“ პირველ ნომერში გამოსაქვეყნებლად


ცხადდება სტატიების მიღება ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტის საარჩევნო სისტემებისა და წარმომადგენლობითი დემოკრატიის სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტის (შემდგომ - ინსტიტუტის) „საკონსტიტუციო სამართლისა და პოლიტიკის ჟურნალის“ პირველი ნომრისათვის, რომელიც მიეძღვნება ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტის 100 წლის იუბილეს.
ჟურნალში სტატიის წარდგენის უფლებით სარგებლობენ, როგორც ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტის, ასევე, სხვა აკრედიტირებული უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების სამართლის საბაკალავრო, სამაგისტრო და სადოქტორო საფეხურის სტუდენტები და პრაქტიკოსი იურისტები.
ნაშრომის წარდგენა შესაძლებელია, როგორც ინდივიდუალურად, ისე თანაავტორობით (არაუმეტეს ორი ავტორისა).

 

ჟურნალის თემატიკა ითვალისწინებს შემდეგ სექციებს:
• სახელმწიფო მოწყობა; 
• ადამიანის ძირითადი უფლებები და თავისუფლებები; 
• საარჩევნო სამართალი; 
• საკონსტიტუციო სამართალწარმოება;
• ადგილობრივი თვითმმართველობის სამართალი.

 

დაინტერსებულმა პირებმა 2022 წლის 22 ივლისამდე მითითებულ ელექტრონულ ფოსტაზე უნდა გამოგზავნონ საკონკურსოდ წარმოსადგენი სტატიის სათაური, აქტუალურობის დასაბუთება და ძირითადი თეზისები, ხოლო 2022 წლის 10 სექტემბრამდე დასრულებული სტატია სტუდენტის სტატუსის შესახებ ცნობასა და პირად განცხადებასთან ერთად (იხ. დანართი N1).
„საკონსტიტუციო სამართლისა და პოლიტიკის ჟურნალში“ სტატიის წარმოდგენა შესაძლებელია მხოლოდ მისი პირველადი გამოქვეყნების მიზნით. სტატიების კონკურსისათვის დადგენილი მოთხოვნების დეტალურად გასაცნობად იხილეთ დანართი N2.


სტატიებისა და მითითებული დოკუმენტაციის წარმოდგენა შესაძლებელია ელექტრონულად, მისამართზე: res.institute@tsu.ge.
კონკურსის შედეგად შერჩეული სტატიის ავტორებს უპირატესობა მიენიჭებათ ინსტიტუტის მკვლევარის პოზიციის დასაკავებელ კონკურსში მონაწილეობის შემთხვევაში.
დამატებითი ინფორმაციისათვის მოგვწერეთ ან დაგვიკავშირდით:
საკონტაქტო პირი: თორნიკე ნემსწვერიძე
ელექტრონული ფოსტა: res.institute@tsu.ge
ტელეფონი: +995 598 77 84 06